Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად დეპუტატ ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს
GBC news
24 August 2016, 14:36

თბილისი (GBC) - სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად დეპუტატ ჯაჭვლიანის წარდგენაში კორუფციის ნიშნებს ხედავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო".

"სახელმწიფო კომპანიებთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი კორუფციული საფრთხე ის არის, რომ ეს კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მმართველი პარტიასთან ან მთავრობასთან დაკავშირებული პირების „დაჯილდოების“ ინსტრუმენტად შეიძლება იქცნენ ნაცვლად იმისა, რომ მათი საქმიანობა ლეგიტიმური და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ამოცანების შესრულებისკენ იყოს მიმართული. სახელმწიფო კომპანიის სწორედ ამგვარ ინსტრუმენტად გამოყენების ეჭვს აჩენს ბატონი ჯაჭვლიანის წარდგენა ხსენებულ თანამდებობაზე, რადგან გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია ის საქართველოს მთავრობამ. თუ გავიხსენებთ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერის დავით საგანელიძის დანიშვნას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ერთგვარი ტენდენციის სახეს იღებს. შეიძლება ასევე გავიხსენოთ ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი პოლიტიკოსების დასაქმებათბილისის მერიის საკუთრებაში არსებული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მსგავსი ეჭვები გამოთქვა 2015 წელს „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ შექმნის და მის ხელმძღვანელად ალექსანდრე მარგიშვილის დანიშვნის თაობაზე. მსგავსი გადაწყვეტილების პრობლემურობაზე ისიც მეტყველებს, რომ ცენტრი დაარსებიდან ერთი წლის თავზე გაუქმდა. სახელმწიფოს კი არ განუხორციელებია მონიტორინგი, თუ რამდენად ეფექტრურად დაიხარჯა ცენტრის დაფინანსებისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მომავალ თვეში გამოაქვეყნებს დეტალურ რეკომენდაციებს სახელმწიფო საწარმოებში კორუფციის რისკების პრევენციასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო კომპანიების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესის საშუალებით და ცხადი კრიტერიუმების საფუძველზე იქნეს მიღებული. სხვა შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც კორუფციის, ისე სახელმწიფო რესურსების არაეფექტურად განკარგვის რისკი", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, 24 აგვისტოს გამართულ საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაგანაცხადა, რომ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ფარგლებში ახალი სახელმწიფო შპს-ს შექმნა იგეგმება, რომლის ამოცანა კურორტ თეთნულდის განვითარება იქნება. მას   სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარის მოადგილეა.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი